თურქული ნაკადის ზღვის მონაკვეთზე მშენებლობის 95%-ი დასრულდა

თურქული ნაკადის ზღვის მონაკვეთზე მშენებლობის 95%-ი დასრულდა

1076770
თურქული ნაკადის ზღვის მონაკვეთზე მშენებლობის 95%-ი დასრულდა

რუსული გაზის თურქეთის გავლით ევროპაში მიმწოდებელი, თურქული ნაკადის გაზსადენის ზღვის მონაკვეთზე მშენებლობის 95%-ი დასრულდა. რუსეთის ენერგოკომპანია, გაზპრომიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შავ ზღვაში გატარებული მილების 1775 კმ. სიგრძის მონაკვეთზე  მშენებლობა უკვე დაასრულეს და ამჟამად თურქეთში,  ქიიქოის მონაკვეთზე გრძელდება. გაზპრომის ვიცეპრეზიდენტმა ალექსანდრ მედვედევმა რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ თურქული ნაკადის სახმელეთო მონაკვეთის მშენებლობის დაწყებას 2019 წელს აპირებენ. თურქული ნაკადის  პროექტით 15,75 მილიარდი კუბური მეტრი გაზის თურქეთზე, ხოლო ამავე რაოდენობის გაზის ევროპაზე მიწოდებაა დაგეგმილი.



მსგავსი ინფორმაციები