რუსეთმა ნავთობის წარმოება გაზარდა

ნოვაკის განცხადებით, დღიური ნავთობის წარმოება მიმდინარე თვეში 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით 150 ათასი ბარელის დონეზე გაიზარდა

1074513
რუსეთმა ნავთობის წარმოება გაზარდა

რუსეთის ენერგეტიკის მინიტრის, ნოვაკის განცხადებით, დღიური ნავთობის წარმოება მიმდინარე თვეში 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით 150 ათასი ბარელის დონეზე გაიზარდა.

ნოვაკმა კალინინგრადში ქვეყანაში ნავთობის წარმოებასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთი, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის OPEC-ის და OPEC-ის არაწევრ ქვეყნებს შორის არსებული ნავთობის შეთანხმების შემდგომ ნავთობის წარმოება ისევ გაიზარდა და დაამატა: „დღიური ნავთობის წარმოება ოქტომბერში, 2016 წლის ოქტომბერთან შედარებით 150 ათასი ბარელის დონეზე გაიზარდა.“

OPEC და OPEC-ის არაწევრი ქვეყნები 2016 წელში მიღწეული შეთანხმებით მთლიანობაში ნავთობის წარმოების დღიურად 1,8 მილიონ ტონა ბარელამდე შემცირების საკითხზე შეთანხმდნენ.

რუსეთმა შეთანხმების ფარგლებში დღიური ნავთობის წარმოების 300 ათასი ბარელის დონეზე შემცირების პირობა დადო.

ივნისში გამართულ შეხვედრაზე კი წარმოების ისევ გაზრდის გადაწყვეტილება იქნა მიღებული და რუსეთმა განაცხადა, რომ ამ ფარგლებში ნავთობის დღიურად წარმოება 200 ათას ბარელამდე გაზრდის.   


საკვანძო სიტყვები: #რუსეთი , #ნავთობი , #წარმოება

მსგავსი ინფორმაციები