ექსპორტი მესამე კვარტალშიც გაიზარდა

უცხოეთში გატანილ იქნა 123 მილიარდი დოლარის თურქული წარმოების პროდუქცია

1066040
ექსპორტი მესამე კვარტალშიც გაიზარდა

 

თურქეთის ტექნიკა-მანქანების ექსპორტიორთა ასოციაციის განცხადებით, ამ სექტორში ექსპორტი 17 პროცენტით გაიზარდა და წლის მესამე კვარტალში 12.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ამავე პერიოდში მთლიანი ექსპორტი 7%-ით გაიზარდა რა, 123 მილიარდი დოლარი გახდა.

ყველაზე მსხვილი ბაზრები ტექნიკის სექტორში იყო გერმანია, აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი.

რუსეთიც შევიდა იმ ქვეყნების სიაში, სადაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი მანქანა-დანადგარები იქნა გატანილი.

მოკლედ, რუსეთში ამ პერიოდში ექსპორტი 43 პროცენტით გაიზარდა და  300 მილიონი დოლარი შეადგინა.

ასე რომ, თურქეთმა მესამე კვარტალში უცხოეთში 1,7 მილიარდი დოლარის ღირებულების ძრავები და მისი კომპონენტები, კონდიციონერები და სამაცივრო დანადგარები,  ხოლო 1.1 მილიარდი დოლარის კი სარეცხი და საშრობი მანქანები გაიტანა, აღნიშნულია თურქეთის ტექნიკა-მანქანების ექსპორტიორთა ასოციაციის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები