ბერათ ალბაირაქმა ახალი ეკონომიკის პროგრამა შეაფასა
ბერათ ალბაირაქმა ახალი ეკონომიკის პროგრამა შეაფასა
თურქეთის სახაზინო და ფინანსთა მინისტრ, ბერათ ალბაირაქმა დღეს, სტამბოლში 2019 წლის ახალი ეკონომიკური პროგრამა შეაფასა, რა დროსაც განაცხადა, რომ ახალი ეკონომიკის პროგრამით 2019 წელს ზრდის პროგნოზი, 2,3%-ი, ხოლო და ინფლაციის მაჩვენებელი, 15,9%-ი იქნება. „ახალი ეკონომიკური პროგრამის მომზადება, რომ დავიწყეთ ახალი წარმატებებიც დავისახეთ მიზნად. ახალი ეკონომიკური პროგრამის მთავარი პრინციპი, დაბალანსება, დისციპლინა და ცვლილებები იქნება. აღნიშნული პროგრამა, რომელიც მომდევნო სამ წელს ისახავს მიზნად, სწრაფი გადაწყვეტილების მიღებით უნდა განვახორციელოთ. ახალი პროგრამის მიხედვით ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი წლების მიხედვით ასე გადანაწილდება: 2019 წელს 2,3%, 2020 წელს 3,5%, ხოლო 2021 წელს 5%-ი. ბიუჯეტის დეფიციტი და ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე წლების მიხედვით ასე გადავანაწილეთ: 2019 წელი 1,8, 2020 წელი 1,9, 2021 წელი 1,7. ახალი ეკონომიკური პროგრამით უმუშევართა რიცხვის დაყვანას კი წლების მიხედვით ასე ვგეგმავთ: 2019 წელი 12,1%, 2020 წელი 11,9%, ხოლო 2021 წელი 10,8%,“ განაცხადა ალბაირაქმა.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთმა წლის პირველ 9 თვეში 22 მილიონ 883 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა ექსპორტზე
თურქეთმა, წლის პირველ 9 თვეში 22 მილიონ 883 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა ექსპორტზე