ათენში ათასობით ადამიანმა დემონსტრაცია მოაწყო

ათენში ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ათასობით ადამიანმა დემონსტრაცია მოაწყო

1049306
ათენში ათასობით ადამიანმა დემონსტრაცია მოაწყო

საბერძნეთის ქალაქ ათენში ხელფასების მომატებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით ათასობით ადამიანმა დემონსტრაცია მოაწყო.

პროფკავშირების მოწოდებით შეკრებილმა დემონსტრანტებმა სინტაგმას მოედნისკენ მოაწყვეს მსვლელობა, სადაც პარლამენტის შენობა მდებარეობს.

აქციაში მონაწილეები კოლექტიურ ხელშეკრულებებს და მინიმალური ხელფასის გაზრდას მოითხოვდნენ.

ორ საათიანი აქცია ექსცესების გარეშე დასრულდა.  

საბერძნეთში, სადაც ქვეყნის გადარჩენის პაკეტი 20 აგვისტოს შეწყდა, მაღალი გადასახადების, შეჩერებული ხელფასებისა და უმუშევრობის მაღალი დონის გამო ეკონომიკური სირთულეები ისვე გრძელდება.

მთავრობამ, გადარჩენის პაკეტის შემდეგ, რომელიც მომდევნო წლიდან გადასახადების შემცირების და მინიმალური ხელფასის გაზრდის დაპირებებს შეიცვას, ეკონომიკური პაკეტი გამოაცხადა.

ამავდროულად, საბერძნეთის კრედიტორების წარმომადგენლები, პროგრამის შემდგომი ეკონომიკური დაპირებების კონტროლისა და მოლაპარაკებებისათვის ათენში გაემგზავრნენ.


საკვანძო სიტყვები: #საბერძნეთი , #აქცია

მსგავსი ინფორმაციები