აშშ-ს და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მძაფრდება

ორივე ქვეყანამ ახალი დამატებითი გადასახადები დაუწესა ერთმანეთს

1036551
აშშ-ს და ჩინეთს შორის სავაჭრო ომი მძაფრდება

 

აშშ-ს და ჩინეთს შორის სავაჭრო ომში ახალი ეტაპი დაიწყო.

ამერიკამ ჩინური წარმოების პროდუქციაზე მეორე დამატებითი გადასახადები დააწესა.

გავრცელებული განცხადებებით, ამერიკის მხრიდან დამატებით დაწესებული 25%-იანი გადასახადები შეეხება 16 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას.

ამის საპასუხოდ, ჩინეთმაც ამერიკის წინააღმდეგ იმავე რაოდენობის ამერიკულ პროდუქტზე, იმავე ოდენობით დამატებითი გადასახადები დააწესა.

ჩინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პეკინი ამერიკის მხრიდან დაწესებულ დამატებითი გადასახადების საკითხს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაასაჩივრებს.

აშშ-მა უფრო ადრე დამატებითი გადასახადები დაუწესა 34 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციას



მსგავსი ინფორმაციები