სირიელები დოლარს თურქულ ლირაზე ცვლიან
ეს კამპანია ბაბის ოლქში დაიწყო
სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბაბის პროვინციის, თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ჩატარებული ევფრატის ფარის სახელწოდების სამხედრო ოპერაციით ტერორისტებისგან განთავისუფლების შემდეგ, აქ აღდგენითი სამუშაოები სწრაფი ტემპით გრძელდება.
აქ მცხოვრებმა სირიელებმა თურქეთისადმი მადლიერების და მისი ეკონომიკისადმი მხარდაჭერის მიზნით, ხელთ არსებული უცხოური ვალუტის, კონკრეტულად კი ამერიკული დოლარის, თურქულ ლირაზე გადაცვლის კამპანია დაიწყეს, ხოლო ამის პარალელურად სავალუტო ბიუროების და ბანკების წინ თურქეთისადმი მხარდაჭერის მიტინგებიც გამართეს, რომლებზედაც მკაცრად დაგმეს ამერიკის ანტი თურქული ქმედებები და სირიელებს მოუწოდეს, აქტიურად ჩაებან დოლარის ლირაზე გადაცვლის კამპანიებში და თავიანთი მცირეოდენი წვლილი შეიტანონ თურქეთის ეკონომიკის გამყარებაში
მსგავსი ინფორმაციები
2024 წელს მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს შორის
2024 წელს მსოფლიოში 1,4 მილიარდმა ადამიანმა იმოგზაურა ქვეყნებს შორის