ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ახალ ეკონომიკურ მოდელზე ისაუბრა

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა, ბერათ ალბაირაქმა, ახალ ეკონომიკურ მოდელზე ისაუბრა

1030089
ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ახალ ეკონომიკურ მოდელზე ისაუბრა

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა, ბერათ ალბაირაქმა, ახალ ეკონომიკურ მოდელზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის სრული დამოუკიდებლობა გაგრძელდება და ასევე ერთ-ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა.

„ახალი ეკონომიკური მიდგომის ფარგლებში, ყველა საბაზრო მხარესთან უფრო ეფექტური კონტაქტის და ნდობის უზრუნველყოფა ჩვენი პრინციპი იქნება... მეორე პრინციპია მონეტარული პოლიტიკის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.“-აღნიშნა ბერათ ალბაირაქმა.

მისივე თქმით, ახალო ეკონომიკური მიდგომის საყრდენია „ინფლაციასთან უფრო ძლიერი ბრძოლა, უფრო აქტიური ხაზინისა და ფინანსთა სამინისტრო, მიმდინარე დეფიციტის შემცირება.“

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ასევე აღნიშნა: „ახალი თურქეთის ყველა ორგანიზაციასთან, ყველა დეტალურ სტრატეგიასთან, უფრო სწრაფი და უფრო ძლიერი პოლიტიკით მიზნებისაკენ სვლის პროცესი იქნება.“     



მსგავსი ინფორმაციები