აშშ-ს სანქციები ირანის წინააღმდეგ დღეს განახლდა

ამან შეიძლება ირანში უმუშევრად დასტოვოს 1 მილიონამდე ადამიანი

1027079
აშშ-ს სანქციები ირანის წინააღმდეგ დღეს განახლდა

 

აშშ-ს მხრიდან ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების პირველი ნაწილი დღეს დილით, თურქეთის დროით 07.00 საათზე დაიწყო, ხოლო ნავთობით ვაჭრობის შეზღუდვები კი ნოემბერში განხორციელდება.
ამ ახალი სანქციების პაკეტით, ირანს ეკრძალება აშშ-ს დოლარით ვაჭრობა, სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვა, ოქროს და სხვა ძვირფასი ლითონებით, ასევე, რკინით, ალუმინით და ქვანახშირით ვაჭრობა, სამგზავრო თვითმფრინავების სათადარიგო ნაწილების იმპორტი, უცხოური ფირმების მიერ ირანის საავტომობილო სექტორში კაპიტალის დაბანდება, ირანული  ხელით ნაქსოვი ხალიჩების და ფისტაშკების ამერიკაში ექსპორტი და ა.შ.

ამ სანქციებს გამოეხმაურა რა ირანის შრომის მინისტრი ალი რებიი, აღნიშნა, რომ დაახლოებით 1 მილიონი ირანელი შეიძლება უმუშევარი დარჩეს ამ სანქციების გამო და საერთოდ, ეს სანქციები უდიდეს ზიანს მიაყენებს ირანს.

აშშ-ს ადმინისტრაციის განცხადებით კი, ეს სანქციები განხორციელდება ასევე იმ სხვა ქვეყნებზეც, რომლებიც გააგრძელებენ ირანთან ვაჭრობას, ე.ი. ამ სანქციებით მესამე ქვეყნებიც დაზარალდებიან.

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა კი გამოაცხადა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც დაზარალდებიან ამ სანქციებისგან, ამერიკა არ აუნაზღაურებს მათ კომპენსაციებს.

როგორც ცნობილია, ტრამპი, მიმდინარე წლის მაისის თვეში გავიდა ირანთან ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმებიდან და განაცხადა, რომ თეირანის წინააღმდეგ დაწესებულ ზოგიერთ სანქციას 90 დღეში, ზოგიერთებს კი 180 დღის შემდეგ დაიწყებენ



მსგავსი ინფორმაციები