დიდ ოციანთა შეხვედრას ბუენოს-აირესი მასპინძლობს

თურქეთს მასზე ალბაირაქი და ჩეთინქაია წარადგენენ

1016838
დიდ ოციანთა შეხვედრას ბუენოს-აირესი მასპინძლობს

 

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში მუშაობა დაიყო G-20 შეხვედრამ, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას და მას ესწრებიან ხსენებული ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკის დირექტორები რა, თურქეთს მასზე სახაზინო და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი და თურქეთის ცენტრალური ბანკის თავჯდომარე მურატ ჩეთინქაია წარადგენენ.

ეს სამიტი სავარაუდოდ აშშ-ს მხრიდან დაწყებული სავაჭრო ომის ჩრდილში ჩაივლის.

დიდ ოციანთა შეკრების დაწყებამდე თურქ მინისტრს პირისპირი შეხვედრა ჰქონდა ჯერ თავის ამერიკელ კოლეგა სტივენ მუნჩინთან, შემდეგ სხვა ქვეყნების მინისტრებთანაც.

G-20 ქვეყნები წარმოადგენენ მსოფლიო ეკონომიკის 85%-ს და მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედს, მათ ხელშია ასევე საერთაშორისო ვაჭრობის სამი მეოთხედი.

შეხვედრის დაწყების წინ საოჯახო ფოტოსურათი იქნა გადაღებული.

ბუენოს აირესის შეხვედრა ერთობლივი დეკლარაციის გამოქვეყნებით დასრულდება



მსგავსი ინფორმაციები