ტრამპი ჩინეთს ემუქრება

იგი ახალი საბაჟო გადასახადებით დაიმუქრა

1016650
ტრამპი ჩინეთს ემუქრება

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთს შეიძლება 500 მილიარდი დოლარის საბაჟო გადასახადი დაუწესოს.

ამერიკულ ტელეარხ CNBC-სთან ინტერვიუში ტრამპმა ამერიკასა და ჩინეთს შორის ამჟამად შექმნილი დაძაბული სავაჭრო ურთიერთობები შეაფასა. "ჩინეთს 500 მილიარდი დოლარის საბაჟო გადასახადის დაწესებას ვუპირებ. მე ამას პოლიტიკისთვის კი არ ვაკეთებ, არამედ ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ ეს არის  ჩვენი ქვეყანისათვის სწორი გადაწყვეტილება. ჩინეთის წინააღმდეგ დამატებითი საბაჟო გადასახადების შემოღებას ცუდი ნებით არ ვაკეთებ, მე არ მინდა ისინი შევაშინო, პირიქით, მინდა რომ მათი მდგომარეობა უფრო უკეთესი გახდეს. მე ძალიან მიყვარს ში ძიაპინგი, მაგრამ, მათთან სავაჭრო ურთიერთობები დღემდის არა სამართლიან საფუძველზე გვაქვს“, განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის მონაცემებით, შარშან ჩინეთიდან იმპორტმა 505 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო ჩინეთში ექსპორტი 130 მილიარდი დოლარი შეადგინა. ე.ი. შარშან აშშ-ს დეფიციტმა ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობაში 375 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.   



მსგავსი ინფორმაციები