ქუვეითი იემენელ ბავშვებს 59 მილიონი დოლარით დაეხმარა
ქუვეითი იემენელ ბავშვებს 59 მილიონი დოლარით დაეხმარა
გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუვეითმა, იემენელ ბავშვებისთვის 59 მილიონი დოლარის დაეხმარება გამოყო, რომელიც მათ საჭიროებებისთვის იქნება გამოყენებული. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქუვეითის მიერ გამოყოფილი თანხა, ქოლერას ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათი განათლების მისაღებად, წყლის და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება გამოყენებული. ქუვეითმა 2013 წლიდან მოყოლებული იუნისეფს 200 მილიო დოლარზე მეტი თანხა გადაურიცხა, რომელიც ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში მცხოვრები ბავშვებისთვის იქნა გამოყენებული. იემენში 2014 წლიდან მოყოლებული სამოქალაქო დაპირისპირებები გრძელდება, რის შედეგადაც ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან.
მსგავსი ინფორმაციები
დაგვიანების შემთხვევაში ავიაკომპანიები მგზავრებს კონპენსაციას გადაუხდიან
დაგვიანების შემთხვევაში ავიაკომპანიები მგზავრებს კონპენსაციას გადაუხდიან