გაზპრომს ქონება დაუყადაღეს

გაზპრომმა ნაფთოგჰაზს 2,56 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს

995559
გაზპრომს ქონება დაუყადაღეს

რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომს“ დიდ ბრიტანეთში და უელსში ქონება დაუყადაღეს.  უკრაინის ბუნებრივი აირის კომპანია ნაფტოგაზისგან გავრცელებული განცხადების თანახმად, სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ  რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომს“ მათთვის კომპენსაციის გადახდის გადაწყვეტილება მიიღო და სწორედ ამ მიზნით ინგლისსა და უელსში ქონება დაუყადაღეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ინგლისსა და უელსში გაზპრომის 50 ათასი დოლარის ღირებულების ქონების სია სასამართლოს გადაეცა. სტოკჰოლმში მდებარე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ რუსულ ენერგოკომპანია გაზპრომსა და უკრაინულ ბუნებრივი აირის კომპანია ნაფტოგაზის სასამართლოს განაჩენი  უკრაინული მხარის სასარგებლოდ გამოიტანა. განაჩენის მიხედვით გაზპრომმა ნაფთოგჰაზს 2,56 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს.



მსგავსი ინფორმაციები