TBC ბანკმა ირანელების ანგარიშები დაბლოკა
აშშ-ს ეკონომიკური სანქციების გამო ქართულმა TBC ბანკმა ირანელების ანგარიშები დაბლოკა

აშშ-ს ეკონომიკური სანქციების გამო ქართულმა TBC ბანკმა ირანელების ანგარიშები დაბლოკა.
ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრ“-ის თანახმად საქართველოში ირანელების საბანკო ანგარიშების დაბლოკვასთან დაკავშირებით განცხადება ირან-საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ სეიდე ფატემეჰ მუგიმი გააკეთა და აღნიშნა: „ეს საკითხი გამოვიკვლიეთ. მოკლედ გვიპასუხეს, რომ ზოგიერთი ირანელის ანგარიში დაბლოკილია. ამჟამად ზოგიერთ მიზეზთა გამო ახალ ანგარიშებს არ ხსნიან.“
მუგიმის თქმით, ზოგიერთი ირანელის ანგარიშის დაბლოკვა აშშ-ს ეკონომიკური სანქციების გამო მოხდა.
TBC ბანკის მიერ მიღებული გადაწყვტილებით ქვეყნების ირანის, სირიის, სუდანის, ჩრდილოეთ კორეის, ლიბიის და კუბას, რომლებზეც ეკონომიკური სანქციები ვრცელდება, მოქალაქეები, საქართველოში ბინადრობის აღების გარეშე ანგარიშს ვერ ხსნიან.