ტრამპი მუნჩინის ჩინეთში აგზავნის

პეკინში სავაჭრო დავებს განიხილავენ

958502
ტრამპი მუნჩინის  ჩინეთში აგზავნის

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთთან წარმოქმნილი სავაჭრო დავებთან დაკავშირებით ამ ქვეყანას მიავლენს ხაზინის მინისტრ სტივენ მუნჩინის.  

"ჩინეთიც ძალიან სერიოზულია და ჩვენ ძალიან სერიოზულები ვართ. ძალიან მაღალი შანსი არსებობს გარიგების დადებისა“, განაცხადა ტრამპმა.

მისივე აზრით, ძალიან არა სამართლიანი სავაჭრო ბრუნვა აქვთ ევროკავშირთანაც, ხოლო მის საწინააღმდეგოდ, სამართლიანი ვაჭრობა აქვთ საფრანგეთთან.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მექსიკაში დაგეგმილი არჩევნებში გართულებების მიუხედავად, მოლაპარაკებები ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ (NAFTA) კარგად მიდის



მსგავსი ინფორმაციები