თურქეთის მცდელობით აფრინის ერთი ნაწილისთვის წყლის მიწოდება დაიწყო

თურქეთის მცდელობით აფრინის ერთი ნაწილისთვის წყლის მიწოდება დაიწყო

945306
თურქეთის მცდელობით აფრინის ერთი ნაწილისთვის წყლის მიწოდება დაიწყო

თურქეთის მცდელობით აფრინის ერთი ნაწილისთვის წყლის მიწოდება დაიწყო.

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს ფარგლებში ტერორისგან გაწმენდილ სირიის აფრინის რეგიონი ცხოვრების ნორმალურ რიტმს უბრუნდება.   

ქალაქში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK/PYD-YPG-ს წევრი ტერორისტების მიერ გათხრილი სანგრებისა და გვირაბების გამო ბევრი წყლის ხაზი დაზიანდა, ზოგიერთ მონაკვეთზე კი ტერორისტებმა რაიონისკენ მიმავალი წყლის მილები ჩაკეტეს.  

რეგიონში, იმის გამო, რომ სასმელი წყლის სისტემა ძველია, რთული ვითარება შეიქმნა, ზოგიერთი ხაზის დაზიანების გამო კი კანალიზაციის წყალი სასმელ წყალს შეერია.  

ხარვეზების აღმოსაფხვრელად დაწყებული სამუშაოების ფარგლებში მეიდანკის წყალსაცავიდან აფრინის რაიონის ცენტრისა და მიმდებარე რეგიონისათვის წყლის მისაწოდებლად დაწყებული სამუშაოების ერთი ნაწილი დასრულდა.

წყალსაცავიდან ცენტრისკენ მიმავალი არხებისა და მილსადენების ერთი ნაწილის შეკეთების შედეგად წყალი ჯერ საფილტრაციო ბაზაში იქედან კი საცავებში გადავიდა. გუშინ კი ჯანსაღი სასმელი წყლის ქსელში გაშვებულმა წყალმა რაიონის ცენტრამდე მიაღწია.

ამავდროულად, ჯინდერესის დაბის დაზიანებული ქსელის აღსადგენად მუშაობა გრძელდება და მოკლე დროში წყალი ონკანებში აქაც მოვა.  



მსგავსი ინფორმაციები