საბერძნეთში ზირაათის ბანკზე თავდასხმა განხორციელდა

საბერძნეთში ზირაათის ბანკზე თავდასხმა განხორციელდა

934501
საბერძნეთში ზირაათის  ბანკზე თავდასხმა განხორციელდა

საბერძნეთში ქალაქ კომოტინის ზირაათ ბანკის ფილიალზე ქვებით თავდასხმა განხორციელდა. ნიღბიანი დაახლოებით 25-მდე თავდამსხმელი, რომლებიც საკუთარ თავს, „ანტი-სამთავრობო ანარქისტებს“ უწოდებენ, გუშინ  საღამოს საათებში კომოტინის ცენტრში გამართული აქციის შედმეგ ზირაათ ბანკის ფილიალს ქვები დაუშინეს. თავდასხმის შედეგად ბანკის ფილიალს მატერიალური ზარალი მიადგა. აქციის მონაწილეები სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება, YPG-ს მხარდამჭერ ლოზუნგებს გაიძახოდნენ. პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. მეორეს მხრივ,  ერთმა ანარქისტულმა დაჯგუფებამ,  თესალონიკის აეროპორტში, თურქეთის ავიახაზების (THY) ოფისი დაარბიეს. ანარქისტებმა განაცხადეს, რომ თურქეთის ავიახაზების ოფისი, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინში განხორციელებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს გასაპროტესტებლად  დაარბიეს.



მსგავსი ინფორმაციები