სსფ-მა თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თურქეთის 2018 და 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 4,3%-მდე გაზარდა

931147
სსფ-მა თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაზარდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თურქეთის 2018 და 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 4,3%-მდე გაზარდა.

სსფ-მა არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში 19-20 მარტს გასამართ „G20-ის მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების წარმომადგენლების შეკრების“ წინ „გლობალური მოლოდინები და პოლიტიკის სირთულეები“-ს სახელწოდების ანგარიში გამოაქვეყნა.  

 ანგარიშში ნათქვამია, რომ გლობალური ზრდა გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული სერიოზულად გაზრდილ ინვესტიციებთან და ვაჭრობასთან ერთად დაჩქარდა, ბევრი ქვეყნის მიერ მოსალოდნელზე უკეთესმა პერფორმანსმა 2018 და 2019 წლების გლობალური ზრდის პროგნოზების გაზრდა გამოიწვია.  

სსფ-ის „გლობალური მოლოდინები და პოლიტიკის სირთულეები“-ს სახელწოდების ანგარიშში მოცემულ „მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის“ ცხრილში თურქეთთან დაკავშირებული ზრდის პროგნოზი შესწორებულია და გაზრდილია.

მის მიხედვით, ორგანიზაცია მიმდინარე და მომდევნო წელს თურქეთის 4.3%-იან ზრდას ელოდება. აღნიშნული პროგნოზები 2017 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ წინა მსოფლიო ეკონომიკურ პროგნოზის ანგარიშში 3,5% იყო. ამასთანავე ანგარიშში თურქეთის 2017 წლის ეკონომიკური ზრდა 5,1%-დან 6,3%-მდე გაიზარდა.

სსფ-მა იანვარში შესწორებულ მსოფლიო ეკონომიკურ ანგარიშში გლობალური ეკონომიკური ზრდის მიმდინარე და მომდევნო წლის პროგნოზები 3,7%-დან 3,9%-მდე გაზარდა.



მსგავსი ინფორმაციები