ევროკავშირში ქალებმა კაცებთან შედარებით საშუალოდ 16%-ით ნაკლები ხელფასი მიიღეს

მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სქესის მიხედვით განსხვავებული შემოსავალი განსაკუთრებით მაღალია გერმანიასა და ინგლისში

925044
ევროკავშირში ქალებმა კაცებთან შედარებით საშუალოდ 16%-ით ნაკლები ხელფასი მიიღეს

ევროკავშირში ქალებმა კაცებთან შედარებით საშუალოდ 16%-ით ნაკლები ხელფასი მიიღეს

ევროპის სტატისტიკის ოფისის მონაცემებით, 2016 წელში ევროკავშირის ქვეყნებში კაცების მიერ ერთ საათში გამომუშავებულ ყოველ ერთ ევროსთან შედარებით ქალებმა საშუალოდ 84 ცენტი გამოიმუშავეს.

მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში სქესის მიხედვით განსხვავებული შემოსავალი განსაკუთრებით მაღალია გერმანიასა და ინგლისში.

აღნიშნულ ქვეყნებში კაცებისთვის გადახდილი ხელფასი ქალების ხელფასთან შედარებით საშუალოდ 21%-ით მეტია.

ამასთანავე რუმინეთში, იტალიასა და ლუქსემბურგში კი განსხვავება საშუალოდ 5%-ია, საფრანგეთში კი საშუალოდ 14 %.  


საკვანძო სიტყვები: #ევროკავშირი , #ქალი , #კაცი , #ხელფასი

მსგავსი ინფორმაციები