აშშ-ს მიერ იმპორტზე დამატებითი გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით ჩინეთმა განცხადება გააკეთა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის  იმპორტზე დამატებითი გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით ჩინეთმა განცხადება გააკეთა

923268
აშშ-ს მიერ იმპორტზე დამატებითი გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით ჩინეთმა განცხადება გააკეთა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის  იმპორტზე დამატებითი გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით ჩინეთმა განცხადება გააკეთა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩანგ იესუმ განაცხადა რომ აშშ-თან სავაჭრო ომი არ სურთ, თუმცა თუ ჩინეთის ინტერესები დაზარალდება ამასზე პასუხს გასცემენ.

ჩინეთის პარლამეტის ყოველწლიურ შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ თუ ჩინეთის ინტერესები დაზარალდება ამას გულხელდაკრეფილები ვერ უყურებენ. მისივე თქმით, ვაჭრობაში ორმხრივ მოლაპარაკებებს ემხრობიან და დაამატა: „თუ გადაწყვეტილებები მცდარი გათვლებით იქნება მიღებული, ეს ორმხრივ ურთიერთობებს ზიანს მიაყენებს და წარმოქმნის შედეგებს, რომლის ხილვაც არც ერთ ქვეყნას არ სურს.“



მსგავსი ინფორმაციები