რუსეთ-უკრაინას შორის ბუნებრივი აირის კონფლიქტი ახლიდან იწყება

1 მარტიდან გაზპრომმა უკრაინას აირის მიწოდება შეუწყვიტა

921211
რუსეთ-უკრაინას შორის ბუნებრივი აირის კონფლიქტი ახლიდან იწყება

 

რუსეთის ენერგეტიკულმა კომპანია გაზპრომმა  უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვიტა.

გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე მედვედევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის ბუნებრივი აირის კომპანია "ნაფტოგაზ"-თან,  რუსული ბუნებრივი გაზის გადაზიდვასთან დაკავშირებით არანაირი გარიგება არ მიუღიათ, ამიტომაც, მარტის თვის ბუნებრივი აირის გადაზიდვის ხარჯი ნაფთოგაზს უკან დაუბრუნეს რა, 1 მარტიდან ხსენებულ ფირმას ბუნებრივი აირით აღარ მოამარაგებენ.

სტოკჰოლმში მოქმედმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გუშინ წინ გამოტანილ განაჩენში ნაფთოგაზის სასარგებლო დადგენილება გამოიტანა და რუსული კომპანია გაამტყუნა. ამ დადგენილებით, იმის გამო, რომ გაზპრომმა აღებული ვალდებულებები არ შეასრულა, ამიტომაც ნაფთოგაზის სასარგებლოდ 2,56 მილიარდი დოლარის გადახდა დაევალა.

ამ განაჩენის კვალდაკვალ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ თუ, გაზპრომი ნაფტოგაზს არ გადაუხდის ვალს, მაშინ, რუსული კომპანიის უკრაინაში არსებულ ყველანაირ ქონებას ყადაღას დაადებენ, ხოლო ამის პარალელურად, გასული წლიდან რუსულ ბანკებზე, Sberbank-ზე, VTB-ზე, BM Bank-ზე, Prominvestbank-ზე და VS Bank-ზე დაწესებული სანქციების ვადას გააგრძელებენ  



მსგავსი ინფორმაციები