ქირქუქის ნავთობის თურქეთის გავლით ექსპორტირება ისევ დაიწყება

ერაყის პრემიერმინისტრის, ჰაიდარ ალ იბადის განცხადებით, ქირქუქის ნავთობის თურქეთის გავლით ექსპორტირება ისევ დაიწყება

919610
ქირქუქის ნავთობის თურქეთის გავლით ექსპორტირება ისევ დაიწყება

ერაყის პრემიერმინისტრის, ჰაიდარ ალ იბადის განცხადებით, ქირქუქის ნავთობის თურქეთის გავლით ექსპორტირება ისევ დაიწყება.

იბადიმ დედაქალაქ ბაღდადში გამართულ პრესკონფერენციაზე ქირქუქის ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

იბადის თქმით, აღნიშნული ნავთობის ჯეიჰანის პორტით ექსპორტის განახლებისათვის ერაყის ქურთულ რეგიონალურ მმართველობასთან შეთანხმებები აქვთ და დასძინა: „შევთანხმდით, რომ ერაყის ქურთულ რეგიონალურ მმართველობასა და ჩვენს შორის უთანხმოებებს მომავალში გადავწყვეტთ.“

პრემიერმა იბადიმ ასევე დასძინა, რომ საკითხთან დაკავშირებით თურქეთსა და ერაყის ქურთულ რეგიონალურ მმართველობას შორის მოლაპარაკებები გრძელდება.   


საკვანძო სიტყვები: #ერაყი , #ნავთობი , #თურქეთი , #ექსპორტი

მსგავსი ინფორმაციები