ამერიკამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ახალ შავ სიაში რუსეთიდან 21 პირი და 9 ორგანიზაცია შეიყვანეს

898321
ამერიკამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

 

აშშ-ი რუსეთთან მიმართებაში სანქციების გაფართოებას აგრძელებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სახაზინო ვალდებულებების კონტროლის დეპარტამენტის განცხადებით, ახალი სანქციები რუსეთს, უკრაინაში დესტაბილიზაციის გაზრდის გამო დაუწესეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი სანქციების სიაში 21 პირი და 9 ორგანიზაცია შეიყვანეს და სანქცირებულ პირთა შორის 2 მაღალჩინოსან რუსთან ერთად 11 კაცი ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების უფლებამოსილები არიან.

აშშ-ს ხაზინის მინისტრმა სტივენ მუნჩინმა თქვა, რომ სანქციებს მანამდის გააგრძელებენ, სანამ რუსეთი მინსკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სრულად არ აღასრულებს და სანამ  ყირიმის ნახევარკუნძულზე უკანონო ოკუპაცია არ დასრულდება.

სანქციის სიაში შეტანილების აშშ-ში არსებული აქტივები იყინება და მათი ამერიკელებთან ვაჭრობა იკრძალება



მსგავსი ინფორმაციები