პაუელის გახდა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა პაუელის ცენტრალური ბანკის (Fed) პრეზიდენტობა, რომლის კანდიდატურაც წამოაყენა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა

895863
პაუელის გახდა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა ჯერომა პაუელის ცენტრალური ბანკის (Fed) პრეზიდენტობა, რომლის კანდიდატურაც წამოაყენა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

პაუელის კანდიდატურამ, რომელიც ამჟამად ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრია, სენატის კენჭისყრაში მიიღო 12-ის წინააღმდეგ 85 ხმა.  

პაუელი გახდა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრალური ბანკის ახალი პრეზიდენტი. ფიცის მიღების შემდეგ დაიკავებს ცენტრალური ბანკის ახლანდელი პრეზიდენტის ჯანეტ იელენის ადგილს.  მოსალოდნელია, რომ პაუელი თანამდებობის განმავლობაში გაუყვება იელენის ეტაპობრივი მონეტარული პოლიტიკის გზას, რომელთანაც 2012 წლიდან ერთად მუშაობდა. გამოთქვამენ ვარაუდს, რომ უმოკლეს დროში, ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის პოსტამდე ასულ პაუელის სიმდიდრემ, „წარმატებული“ კარიერის მეშვეობით მიაღწია 55 მილიონ დოლარს.

ეს მაჩვენებელი მიანიშნებს, რომ პაუელი გახდება 1940-იანი წლებიდან მოყოლებული ყველაზე მდიდარი ბანკის პრეზიდენტი.

პაუელი, რომელმაც განათლება მიიღო პოლიტიკასა და კანონმდებლობის სფეროებში, არის ის ერთადერთი  გამორჩეული პრეზიდენტი, რომელსაც 40 წლის განმავლობაში არ აქვს ეკონომიკის ხარისხი.

1978 წლის შემდეგ ბანკის პრეზიდენტების პოსტებზე ასულ პოლ ვოლკერს, ალან გრისპენს, ბენ ბერნანკეს და ჯანეტ ეილენს ეკონომიკის სფეროში გააჩნდათ დოქტორის ხარისხი.



მსგავსი ინფორმაციები