Gazprom-მა თურქეთის წყლებში მშენებლობისთვის აუცილებელი ნებართვა აიღო
Gazprom-მა თურქეთის წყლებში მშენებლობისთვის აუცილებელი ნებართვა აიღო
რუსული ენერგოკომპანია გაზპრომიდან განაცხადეს, რომ ე.წ. თურქულ ნაკადთან დაკავშირებით თურქეთის ტერიტორიული წყლებში მშენებლობისთვის აუცილებელი ნებართვა აიღეს. ამავე განცხადების მიხედვით, თურქული ნაკადის პროექტის მშენებლობა განსაზღვრული ვადების მიხედვით გრძელდება. „რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების უმეტესი ნაწილი თითქმის დასრულებულია. ასევე თურქეთის მიერ მისაღები ბუნებრივი აირის ტერმინალების მშენებლობა დაწყებულია. სწორედ ამის ფარგლებში თურქეთის ტერიტორიული წყლებში მშენებლობისთვის აუცილებელი ნებართვა ავიღეთ,“ ნათქვამია გაზპრომის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. მათივე თქმით თურქეთის მთავრობისგან აღებული ნებართვის ფარგლებში ორივე მილსადენი ფუნქციონირებაში 2019 წლის ბოლომდე შევა. თურქული ნაკადი, რუსული ბუნებრივი აირის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის მისაწოდებლად სანდო მარშუტია. თურქული ნაკადის, მეშვეობით, რომელიც შავ ზღვაში ორი 930 კილომეტრიან მილსადენით გაივლის, წელიწადში 31.5 მილიარდი კუბური მეტრ ბუნებრივ აირის მიაწვდის.