თურქეთს რეკორდული რაოდენობის რუსი ტურისტი ეწვია

2017 წლის 11 თვეში 4.65 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია

878909
თურქეთს რეკორდული რაოდენობის რუსი ტურისტი ეწვია

 

რუსი ტურ ოპერატორების ასოციაციის განცხადებით, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში, თურქეთს 4.65 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია და ეს არის 1 წლის განმავლობაში რუსეთიდან უცხო ქვეყანაში მოზიარე რუსი ტურისტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და რეკორდი.

თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით,  2015 წელს თურქეთს 3,6 მილიონი რუსი ტურისტი ეწვია, მაგრამ, იმავე წლის ნოემბერში თურქეთის მხრიდან რუსული გამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ ეს ციფრი დაეცა და 2016 წელს მხოლოდ 822 ათასი რუსი ტურისტი ჩამოვიდა, თუმცა წელს, ურთიერთობების აღდგენის კვალდაკვალ კვლავ მოიმატა რუსი ტურისტების რაოდენობამ და რეკორდულ დონეს მიაღწია რა, ამით ცნობილი გახდა, რომ თურქეთში ჩამოსული უცხოელი ტურისტების მთლიანი რაოდენობის 15%-ს რუსები შეადგენენ.



მსგავსი ინფორმაციები