თურქეთმა საბურღი გემი იყიდა

იგი ხმელთაშუა და შავ ზღვებში ნავთობის და გაზის ძიებას დაიწყებს

878872
თურქეთმა საბურღი გემი იყიდა

 

ნორვეგიის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე პორტ ჰოილანსბურგიდან სტამბოლისაკენ გეზის ამღებმა  თურქეთის პირველმა საბურღმა გემმა “Deepsea Metro-2“-მა დარდანელის სრუტე გაიარა და მარმარილოს ზღვისკენ გაეშურა.

ამ გემს თურქული ნავთობ კომპანია TPAO, ხმელთაშუაზღვის საბურღ სამუშაოებში გამოიყენებს.

მარშალის კუნძულების დროშიანი და 2011 წელს სამხრეთ კორეაში დამზადებული 229 მეტრის სიგრძის ეს გემი, 51 ათას 283 ტონის წყალწყვისაა და მას ზღვაში 40 ათასამდე ფუტის სიღრმემდე შეუძლია გაბურღვა.

ხმელთაშუაზღვაში დასრულებული საბურღი სამუშაოების შემდეგ ეს გემი შავ ზღვაში გადაინაცვლებს და ნავთობისა და გაზის ძიებას იქ გააგრძელებს  



მსგავსი ინფორმაციები