ანატოლიაში თაფლის წარმოება დღითიდღე იზრდება
თურქეთი თაფლის წარმოებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა
878428
თურქეთი, თაფლის წარმოებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
2013 წელს დაწყებული ე.წ. თაფლის ტყის სამოქმედო გეგმა 2018 და 2019 წლებშიც გაგრძელდება.
ამ გეგმის ფარგლებში უკვე თაფლის მწარმოებელი 369 მეურნეობა შეიქმნა, რომელშიც 150 ათასამდე ოჯახია დასაქმებული და მომავალი ორი წლის განმავლობაში კიდევ 54 ასეთი მეურნეობა შეიქმნება.
ამავე გეგმის წყალობით თურქეთში ბოლო 5 წლის განმავლობაში ხუთჯერ მოიმატა თაფლის წარმოება-რეალიზაციამ და ამით მან მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
თაფლის მწარმოებელთა გაერთიანების ცნობით, დღეს თურქეთში 7,7 მილიონი სკა მოქმედებს და წელიწადში 150 ათასი ტონა თაფლი იწარმოება
მსგავსი ინფორმაციები
საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან დუბლინის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტიდან დუბლინის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო