მილლერმა საახალწლო ანგარიში ჩააბარა

“თურქული ნაკადის 650 კმ-იანი მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია“

876471
მილლერმა საახალწლო ანგარიში ჩააბარა

 

რუსული ენერგეტიკული ფირმა გაზპრომის თავჯდომარე  ალექსეი მილლერი, საახალწლოდ მოწყობილ ერთ შეკრებას ტელეკონფერანსით დაუკავშირდა და თქვა, რომ ე.წ. თურქული ნაკადის ორივე ფრთის 650 კილომეტრიან მონაკვეთებზე სამუშაოები დაასრულეს.

"თურქული ნაკადის პროექტის ფარგლებში ეს წელი იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან, ამ წლის მაისში ჩვენ, ჯერ  რუსეთის სანაპიროდან და შემდეგ შავ ზღვაში დავიწყეთ ორივე ფრთის მილების დალაგება და ამჟამად უკვე თურქეთის საზღვაო ეკონომიკურ ზონაში გრძელდება სამუშაოები. მოკლედ, დღეს ჩვენ 650-კმ-იან მონაკვეთზე გაზსადენის მშენებლობა დავასრულეთ, რაც მთლიანი გაზსადენის საზღვაო პროექტის 35%-ზე მეტის ტოლია", განაცხადა მილლერმა.

იგი შეეხო რუსული გაზის ჩინეთში ტრანსპორტირების პროექტის, “სილა ციმბირის“ სამუშაოებსაც და აღნიშნა, რომ უკვე დასრულებულია 1380 კმ-იანი მონაკვეთი და კონტრაქტის მიხედვით მას ექსპლოატაციაში  2019 წლის დეკემბერში გადასცემენ.

თურქული ნაკადის თითოეული ფრთით წელიწადში 15,75 მილიარდი კუბური მეტრის აირი იქნება ტრანსპორტირებული და მის ერთ ნაწილს თურქეთი მოიხმარს, ერთ ნაწილს კი ევროპის ქვეყნებს გადაუგზავნიან.

ამ პროექტის პირველი ეტაპის ექსპლოატაციაში გადაცემა მომავალი წლის მარტში, ხოლო მეორე ეტაპისა კი 2019 წელში მოხდება  



მსგავსი ინფორმაციები