ერაყმა ნასირიეშიც დაიწყო ნავთობის მოპოვება
დღეში 20 ათასი ბარელი იწარმოება
875451

ერაყის სამხრეთით მდებარე ქალაქ ზიკარში (ნასირია) ნავთობის წარმოება დაიწყეს. როგორც განაცხადა ერაყის ნავთობის მინისტრმა ჯებბარ ლუაუბიმ, ზიკარის მახლობელ საბას ნავთობის საბადოში უკვე დაიწყეს ნავთობის მოპოვება და დღეში 20 ათასი ბარელი ნავთობს აწარმოებენ, თუმცა მომავალში ამ ციფრს 100 ათას ბარელამდე გაზრდიან, რადგან ამის პოტენციალი გააჩნიათ. მისივე თქმით, ამავე საბადოში ბუნებრივი აირის მოპოვებასაც დაიწყებენ. ერაყის ეკონომიკა მთლიანად ნავთობის მოპოვება რეალიზაციაზეა დამოკიდებული და დღეში სულ 4,5 მილიონ ბარელს აწარმოებენ რა, აქედან 3,5 მილიონი ექსპორტში იგზავნება