კატარმა ინგლისთანაც შეთანხმება დადო

იგი 24 ცალ Eurofighter Typhoon-ის ტიპის თვითმფრინავს შეიძენს

865425
კატარმა ინგლისთანაც შეთანხმება დადო

კატარის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გავინ უილიამსონი დოჰაში თავის კოლეგას, ხალიდ ბინ მუჰამედ ალ-ატიეს შეხვდა და ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ინგლისისაგან 24 ცალ  Eurofighter Typhoon-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავის შესყიდვას.

აქვე ხელმოწერილი ერთი სხვა შეთანხმებით კი კატარი და ინგლისი სამხედრო თვითმფრინავებისგან "ერთობლივი ოპერაციის ფლოტს" შექმნიან, რაც ჯერჯერობით პირველი ერთობლივი ფლოტი იქნება რეგიონში.

სხვათა შორის სწორედ ეს საჰარო ფლოტი დაიცავს და უზრუნველყოფს 2022 წელს კატარის მასპინძლობით ჩასატარებელი ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დროს საჰაერო უსაფრთხოებას.

კატარის მხრიდან გამოქვეყნებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი არც კონტაქტის ღირებულებაზე და არც მიწოდების თარიღებზე, თუმცა ვარაუდობენ, რომ კონტრაქტის ღირებულება 8 მილიარდი დოლარი იქნება.  

კატარმა გასულ ხუთშაბათს კი საფრანგეთთან 6.6 მილიარდი ევროს ღირებულების შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლითაც დოჰა პარიზისგან 12 ცალ Rafale-ს ტიპის სამხედრო თვითმფრინავს და 50 ცალ Airbus-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავს შეიძენს



მსგავსი ინფორმაციები