თურქეთის საბანკო სექტორი ზრდას აგრძელებს
9 თვეში საბანკო სექტორი 14.5%-ით გაიზარდა
855828

როგორც განაცხადა QNB Finansbank-ის კორპორატიული და კომერციული საბანკო გენერალური დირექტორის თანაშემწემ ომურ თანმა, მიმდინარე წლის 9 თვეში საბანკო სექტორი 14.5%-ით გაიზარდა და წლის ბოლოსათვის ეს ციფრი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რითაც გასული წლის შედეგებსაც გადააჭარბებს.
მისივე თქმით, მრავალმა ბანკმა მესამე კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა და უმრავლესობაში ყველანაირი მაჩვენებლები გაიზარდა.
“თურქეთის საბანკო სექტორი კრედიტების საკითხში მსოფლიო და ევროპული სტანდარტების დონეზეა და დღესდღეობით დაახლოებით 2 ტრილიონი ლირის ოდენობის კრედიტს ფლობს“, განაცხადა თანმა.
მსგავსი ინფორმაციები

იანვარ-აპრილის პერიოდში თურქეთს 8 მილიონ 885 ათას 876 ადამიანი ეწვია
იანვარ-აპრილის პერიოდში თურქეთს 8 მილიონ 885 ათას 876 ადამიანი ეწვია