ერაყი ახალ ნავთობსადენის მშენებლობას დაიწყებს
ერაყი ახალ ნავთობსადენის მშენებლობას დაიწყებს
855473
ერაყი, კირკუკიდან ჯეიჰანში გადასატანი ახალი ნავთობსადენის მშენებლობას დაიწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება, ერაყის ნავთობის სამინისტროს პრესსპიკერმა, ასიმ ჯიჰადიმ გააკეთა. „ნავთობის მინისტრმა, ჯებბარ ლუაიბიმ სამინისტროს შესაბამის განყოფილებებს, კირკუკის ნავთობის ჯეიჰანის პორტამდე გადასატანად ახალი ნავთობსადენის მშენებლობის დასაწყებად შესაბამისი განკარგულება გასცა,“ ნათქვამია ასიმ ჯიჰადის მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში. მისივე თქმით, ე.წ. ნავთობსადენი ტერორისტების მიერ დაზიანებული ნავთობსადენის ალტერნატივა იქნება.