შიდა ტურიზმიც გაიზარდა

ქვეყნის შიგნით 17,7 მილიონმა კაცმა იმოგზაურა

842792
შიდა ტურიზმიც გაიზარდა

თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისის შიდასახელმწიფოებრივი ტურისტული მონაცემების შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა და მისი მიხედვით ქვეყნის შიდა მოგზაურობაშიც ზრდა დაფიქსირდა. ასე რომ, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით შიდა ტურიზმში 46,7%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ციფრობრივად 17 მილიონ 731 ათას კაცს აღწევს. აქედან ყოველი მე-5 კაცის მოგზაურობა ტურისტული ხასიათის იყო, ყოველი მესამის ახლობელ-ნათესავების მონახულება, ყოველი მეოცის კი სამკურნალო. ამავე სტატისტიკით, მეორე კვარტალში,  შიდა მოგზაურობაში მთლიანობაში 7 მილიარდი ლირა დაიხარჯა, ე.ი. თითოეულმა კაცმა 388 ლირა დახარჯა



მსგავსი ინფორმაციები