ტრამპმა FED-ის ახალი თავჯდომარის კანდიდატურა წარადგინა

იგი 64 წლის ჯერომ პაუელია

840076
ტრამპმა FED-ის ახალი თავჯდომარის კანდიდატურა წარადგინა

ცნობილი გახდა აშშ-ს ცენტრალური ბანკის (FED) ახალი თავჯდომარის კანდიდატის ვინაობა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერომ პაუელი წარადგინა ცენტრალური ბანკის თავმჯდომარედ, რომელიც ადრე ამ ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. ახლა პაუელმა ამ პოსტზე თავისი მისია რომ დაიწყოს, მისი კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ სენატი მოკლე დროში დაამტკიცებს პაუელის კანდიდატურას. 64 წლის პაუელი შეცვლის ჯანეტ იელენს, რომელსაც თავჯდომარეობის ვადა 2018 წლის იანვარში უთავდება



მსგავსი ინფორმაციები