საუკუნის პროექტი დღეს იხსნება
ბაქო-თბილის-ყარსის რკინიგზა ლონდონს და პეკინს დაახლოვებს
დღეს, თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს ერთობლივად აშენებული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მაგისტრალის გახსნის ცერემონიალი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ალატის პორტში გაიმართება და მას სამი ქვეყნის პრეზიდენტები, რ.თ. ერდოღანი, ილჰამ ალიევი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი და საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრებიან.
ამ მაგისტრალის სიგრძე 838 კმ-ია და აქედან 503 კმ აზერბაიჯანზე, 260 კმ საქართველოზე და 76 კმ კი თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის.
ამ რკინიგზის ხაზის ფარგლებში თურქეთში 4 სადგური, 3 ხიდი და 2375 მეტრის გვირაბი აშენდა.
ეს მაგისტრალი სტამბოლში, ბოსფორის სრუტის ქვეშ გაყვანილი სარკინიგზო ხაზით ევროპულ ლიანდაგებს დაუკავშირდება რა, ლონდონიდან ჩამჯდარი მგზავრი ვაგონიდან გადმოუსვლელად ჩავა პეკინში და პირიქით. ასევე იქნება სატვირთო ხაზიც.
ასე რომ, პირველ ეტაპზე, წელიწადში 1 მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდება, 2034 წელს ეს ციფრები 3 მილიონ მგზავრამდე და 17 მილიონ ტონა ტვირთამდე გაიზრდება