თსი-მა სექტემბერში ბინების გაყიდვის მონაცემები გამოაქვეყნა

ამ თვეში თურქეთში 140 ათას 298 ბინა გაიყიდა

833426
თსი-მა სექტემბერში ბინების გაყიდვის მონაცემები გამოაქვეყნა

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტმა სექტემბერში ბინების გაყიდვების მონაცემები გამოაქვეყნა და მისი მიხედვით, წინა თვესთან შედარებით თურქეთში გაყიდული ბინების რაოდენობა 16,7%-ით, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით კი 28,8%-ით გაიზარდა რა, სექტემბერში 140 ათას 298 ბინა გაიყიდა.

ამავე სტატისტიკით, ყველაზე მეტი, 23 ათასზე მეტი სტამბოლში გაიყიდა, მას 13,4 ათასით ანკარა და 7,5 ათასით იზმირი მოჰყვებიან.

ამავე თვეში თურქეთში ბინა იყიდა 2236 უცხო ქვეყნის მოქალაქემ და აქედან 797-მა სტამბოლში, 520-მა კი ანტალიაში.

“ამ ბოლო ხანებში თურქეთში ბინების ყიდვის მსურველ არაბთა რაოდენობაც გაიზარდა და სექტემბერში ბინები იყიდეს 383-მა ერაყელმა, 344-მა საუდის არაბეთელმა და 160-მა კუვეიტელმა“, აღნიშნულია სექტემბრის თვის სტატისტიკაში



მსგავსი ინფორმაციები