თურქეთში მუშაობის ნებართვა მიეცა 46 ათასი 684 უცხოელს

აქედან 3884 საქართველოს მოქალაქეა

785284
თურქეთში მუშაობის ნებართვა მიეცა 46 ათასი 684 უცხოელს

თურქეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, გასული ექვსი თვის განმავლობაში მუშაობის ნებართვა გაეცა 46 ათასი 684 უცხოელს და მათგან ყველაზე მეტი, 8 ათასი 652 ნებართვა სირიელებს მიეცათ, რითაც პირველი ადგილი დაიკავეს.

ამავე ცნობით მთლიანობაში წლის პირველ ნახევარში მუშაობის ნებართვაზე განცხადება ჰქონდა შეტანილი 55671 უცხოელს და აქედან 46684 კაცის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

სირიელების შემდეგ მეორე და მესამე ადგილზე ყირგიზი და უკრაინელი მოქალაქეები არიან, რაც შეეხება საქართველოს, ექვს თვეში მუშაობის ნებართვა მიეცა 3884 საქართველოს მოქალაქეს.

2015 წელს 64833 და 2016 წელს კი 73584 უცხოელს მიეცა თურქეთში მუშაობის ნებართვა



მსგავსი ინფორმაციები