ინგლისელები დიზელს და ბენზინს ბრძოლას უცხადებენ
2040 წლიდან მათზე მომუშავე მანქანების გაყიდვა აიკრძალება
778385
ინგლისურ გაზეთ Times-ის მიხედვით, ამ ქვეყანაში ბენზინზე და დიზელზე მომუშავე ავტომანქანების გაყიდვა 2040 წლიდან მთლიანად აიკრძალება.
დედაქალაქ ლონდონის მერმა, სადიქ ქანმა კი დიზელზე მომუშავე ძველი ავტომობილების გამოსაცვლელად და მის ნაცვლად ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების შესყიდვის მიზნით მათ პატრონებს 3,500 ფუნტის ოდენობის თანხა შესთავაზათ.
დიზელის საწვავისგან გამოყოფილი აზოტის დიოქსიდის ემისიის შემცირების მიზნით მერია მთლიანობაში 225 მილიონი ფუნტის გამოყოფას გეგმავს.
ოფიციალური ცნობებით, ინგლისში დაბინძურებულ ჰაერს ყოველწლიურად 50 ათასამდე ადამიანი “ნაადრევად ეწირება“, რაც ქვეყნის ბიუჯეტს 25,5 მილიარდი ფუნტის ზარალს აყენებს