ქარის ენერგიის ტენდერი მომავალ კვირას დასრულდება
ქარის ენერგიის ტენდერი მომავალ კვირას დასრულდება
თურქეთის ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ბერათ ალბაირაქმა განაცხადა, რომ ქარის ენერგიის ტენდერი მომავალ კვირას დასრულდება. მან ამის შესახებ „ეროვნული ენერგეტიკისა და მაღაროს პოლიტიკა“ სახელწოდების შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში, ქვეყნის მასშტაბით საბურღ სამუშაოებს თურქული წარმოების გემით და ინჟინრებით დაიწყებენ რა, ამასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებები უკვე დაასრულეს. ალბაირაქმა აქქუიუს ბირთვული ელექტრო სადგურის და სინოპის ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასასრულს მიუახლოვდა და წლის ბოლოსათვის მშენებლობას დაიწყებენ რა, 2023 წლისათვის პირველ რეაქტორს ამოქმედებენ, ხოლო 2030 წლისათვის სამი ატომური ელექტროსადგური გადაეცემა ექსპლუატაციაში.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთმა წლის პირველ 9 თვეში 22 მილიონ 883 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა ექსპორტზე
თურქეთმა, წლის პირველ 9 თვეში 22 მილიონ 883 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა ექსპორტზე