აშშ-ს სენატმა 3 ქვეყანას ახალი სანქციები დაუწესა

სამივე ქვეყანა ამერიკას საპასუხო ნაბიჯებით დაემუქრნენ

779213
აშშ-ს სენატმა 3 ქვეყანას ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ს სენატმა 98 ხმით ორის წინააღმდეგ მიიღო კანონ პროექტი, რომელიც რუსეთის, ირანის და ჩრდილოეთ კორეისათვის ეკონომიკურ სანქციებს ითვალისწინებს და მას დასამტკიცებლად გადაუგზავნიან პრეზიდენტს, რომელიც ან ხელს მოაწერს მას, ანდა ვეტოს დაადებს.

ეს სანქციები რუსეთს ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული მოძრაობის მხარდაჭერისათვის, ირანს ბირთვული და ბალისტიკური პროგრამების გამო და ჩრდილოეთ კორეას კი ადამიანის უფლებების მასიური დარღვევის გამო დაუწესდა.

ამის საპასუხოდ ჯერ ფხენიანმა და თეირანმა, შემდეგ კი მოსკოვმაც მუქარით სავსე განცხადებები გაავრცელეს.

“რუსეთის მიმართ ასეთი      თავხედურ ამბიციების თუ პროვოკაციების წინააღმდეგ მუდმივად ვერ გავჩუმდებით და ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი“, განაცხადა ოფიციალურ ვიზიტად ფინეთში მყოფმა პუტინმა და დაამატა, რომ როგორც კი დრო დადგება, ისინიც შესაბამის სანქციებს დაუწესებენ ამერიკას. ვაშინგტონის ამ სანქციების წინააღმდეგ გამოდის ევროკავშირი



მსგავსი ინფორმაციები