მსოფლიო ნავთობის 22-ე გამოფენას სტამბოლი მასპინძლობს

მსოფლიო ნავთობის 22-ე გამოფენას სტამბოლი მასპინძლობს

767756
მსოფლიო ნავთობის  22-ე გამოფენას სტამბოლი მასპინძლობს

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბერათ ალბაირაქმა, განაცხადა, რომ თურქეთი ყველა სამშვიდობო და კეთილდღეობის პროექტებს ყოველთვის დაუჭერს მხარს. მან ამის შესახებ სტამბოლში მიმდინარე ნავთობის 22-ე გამოფენის ფარგლებში გამართულ Dewhurst-ის დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სტამბოლში მიმდინარე კონგრესზე ნავთობისა და გაზის მრეწველობის საკითხთან ერთად სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც იქნება განხილული. თურქმა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში კაპიტალის ჩადება შემცირდა, სამომავლოდ ეს ინდუსტრია ისევ მნიშვნელოვანი გახდება. მან სიტყვით გამოსვლისას თურქეთის მხრიდან ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული ინვესტიციების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში თურქეთმა ამ სფეროში 5%-იანი ზრდა განიცადა რა,  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ლიდერობს. მისივე თქმით, ამ სფეროში ზრდის მთავარი მოტივი, პროგნოზირებადი ბაზრის ზუსტად მიწოდება და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.



მსგავსი ინფორმაციები