დედოფალს ხელფასი მოუმატეს

ელისაბედ მეორე ბიუჯეტს ყაირათიანად ხარჯავს

760918
დედოფალს ხელფასი მოუმატეს

ინგლისის მთავრობამ დედოფალ ელისაბედ მეორეს 2018-2019 წლებისათვის გათვალისწინებული ხელფასი 8%-ით გაუზარდა და 82,2 მილიონი სტერლინგი გახადა.

დედოფლის ფინანსურ საქმიანობებზე წარმომადგენელმა ალან რეიდმა განაცხადა, რომ დედოფალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის გამოყოფილ თანხებს სამართლიანად ხარჯავს, რითაც ძალიან კარგად წარადგენს სამეფო კარს.

ოფიციალური მონაცემებით, ელისაბედმა 2016-2017 წლების უცხოური ვიზიტებისათვის მთლიანობაში 4,5 მილიონი სტერლინგი დახარჯა.

სამეფო აქტივების გაქირავებისგან მიღებულმა შემოსავალმა 2016-2017 წლებში 24,7 მილიონ სტერლინგს გადააჭარბა და ამით საერთო მოგებამ 328,8 მილიონ სტერლინგს მიაღწია.

უფრო ადრე ბუკინგემის სასახლისათვის, რომელშიც რეზიდენცია აქვს ელისაბედ მეორეს, ბიუჯეტიდან 369 მილიონი სტერლინგი გამოიყო სარემონტო ხარჯებისთვის და ეს თანხა სასახლის გათბობის და  გაგრილების სისტემების და კიდევ ელექტრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისათვის უნდა დახარჯულიყო



მსგავსი ინფორმაციები