უცხოელები თურქეთში ინვესტიციებს ზრდიან
ბოლო 10 წლის განმავლობაში უცხოელების ინვესტიციებმა 5 ჯერ მოიმატა
747040

საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმა EY-ს გამოკვლევით, რომელიც მან მსოფლიოს 505 ფირმის ხელმძღვანელთან საუბრის შედეგად შეადგინა, თურქეთში პირდაპირი ინვესტიციების ჩადება წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3%-ით გაიზარდა და 138 მიაღწია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში უცხოელების მხრიდან თურქულ პროექტებზე ჩადებულმა ინვესტიციებმა 5 ჯერ მოიმატა. ასე რომ, 2006 წელს თუ უცხოელებმა 28 პროექტში მიიღეს მონაწილეობა, ეს ციფრი გასულ წელს 138-მდე გაიზარდა, რამაც დაასაქმა 7 ათასზე მეტი უმუშევარი