ანტალია წელს რუსი ტურისტების მოძალებას ელის

ამ სეზონზე რუსეთიდან მთლიანობაში 3,5 მილიონ ტურისტს ელიან

702692
ანტალია წელს რუსი ტურისტების მოძალებას ელის

თურქეთის პროფესიული სასტუმროების მენეჯერების ასოციაციის თავჯდომარე ჰაქან დურანმა განაცხადა, რომ ანტალიაში უკვე რუსი ტურისტების მოძალება საგრძნობია და მარტო მიმდინარე წლის ორი თვის მონაცემებითაც კი გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3500 ჯერ გაიზარდა მათი ნაკადი. მისივე თქმით, მიმდინარე წლის სეზონში მთლიანობაში 3,5 მილიონ ტურისტს რუსეთიდან, 1.5 მილიონს კი უკრაინიდან ელიან, როცა გასულ წელს მხოლოდ 1 მილიონი უკრაინელი და 1 მილიონი რუსი ჩამოვიდა. “ჩვენ ვიმედოვნებთ რომ წელს მნიშვნელოვნად გაიზრდება ასევე აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და ირანიდან ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობაც“, განაცხადა დურანმა და დაამატა, რომ ადრეულ დაჯავშნებში წინა წლების მსგავსად წელსაც ფასდაკლებები იქნება, ხოლო ამის პარალელურად წელს უკვე საკრედიტო ბარათებით რამდენიმე თვიან განვადებასაც მოახდენენ



მსგავსი ინფორმაციები