თურქული თვითმფრინავები ვორონეჟში და სამარაშიც იფრენენ

ფრენები აპრილიდან დაიწყება

685472
თურქული თვითმფრინავები ვორონეჟში და სამარაშიც იფრენენ

როგორც განაცხადეს თურქეთის საჰაერო ფლოტ THY-ს პრეს სამსახურიდან, მათ ახალი ავიარეისები დანიშნეს რუსეთში და მის ფარგლებში ამიერიდან თურქული თვითმფრინავები ვორონეჟსა და სამარაშიც იფრენენ რა, ამით თურქული თვითმფრინავები მთლიანობაში რუსეთის 12 ქალაქში იფრენენ.

აქამდე THY-ს სამგზავრო თვითმფრინავები მოსკოვის, სანკ-პეტერბურგისა და სოჭის გარდა როსტოვში, სტავროპოლში, ყაზანში, ეკატერინბურგში, ასტრახანში, ნოვოსიბირსკში და უფაში დაფრინავდნენ.

ვორონეჟსა და სამარაში ფრენები სტამბოლიდან აპრილიდან დაიწყება და კვირაში სამი საპირისპირო რეისები განხორციელდება .

ამავე ცნობით ვორონეჟში ჩაფრენა და უკან, სტამბოლში გამოფრენა ყველა გადასახადის გათვალისწინებით 189 დოლარი, ხოლო სამარაში 159 დოლარი ეღირება



მსგავსი ინფორმაციები