ორდუ-გირესუნის აეროპორტიდან გერმანიის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ორდუ-გირესუნის აეროპორტიდან გერმანიის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

683362
ორდუ-გირესუნის აეროპორტიდან გერმანიის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

თურქეთში შავ ზღვაზე აშენებული პირველი,  ორდუ-გირესუნის აეროპორტიდან გერმანიის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. დღეს დილით გერმანიიდან გამოფრენილი პირველი 172 მგზავრიანი თვითმფრინავი ორდუ-გირესუნის აეროპორტში თურქეთის დროით 03:00 საათზე დაეშვა, შემდეგ კი იგივე თვითმფრინავი 170 მგზავრით უკან გაფრინდა. ორდუ-გირესუნის აეროპორტიდან გერმანიის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებამ ყველაზე მეტად გერმანიაში მცხოვრები თურქები გაახარა. აღნიშნული აეროპორტიდან გერმანიის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ამჟამად კვირაში ერთხელ ხორციელდება, მაგრამ ზაფხულის პერიოდში ფრენების რიცხვი გაიზრდება.



მსგავსი ინფორმაციები