თურქეთის ოტობანებზე უცხოური ავტომობილებიც გადაიხდიან საფასურს

ოტობანის საფასურიც და ჯარიმაც 15 დღეში უნდა დაიფაროს

674701
თურქეთის ოტობანებზე უცხოური ავტომობილებიც გადაიხდიან საფასურს

როგორც განაცხადა თურქეთის ტრანსპორტის, ზღვაოსნობის და კომუნიკაციების მინისტრმა აჰმეტ არსლანმა, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა უცხოურ ნომრიანი ავტომობილის მფლობელი თურქეთის მოქალაქე, ფასიან ოტობანში შესვლისას, თურქული ავტომობილების მფლობელების მსგავსად, ისინიც გადაიხდიან კანონით განსაზღვრულ საფასურს.

მისივე თქმით, ის უცხოურ ნომრიანი ავტომობილები, რომლებიც არ გადაიხდიან ხსენებულ საფასურს, ანდა ჯარიმას, ვერ დასტოვებენ თურქეთის ტერიტორიას და საფასურის დაფარვამდე დარჩებიან თურქეთის ტერიტორიაზე, ხოლო ის მანქანები, რომლებიც არალეგალური გზებით ისარგებლებენ, გავლილი მანძილის საფასურთან ერთად ადმინისტრაციული ჯარიმის სახით კიდევ ამ საფასურის ათმაგ ოდენობას გადაიხდიან.

თუ ამ საფასურს უცხოურ ნომრიანი მანქანები საფასურსაც და ჯარიმასაც 15 დღის განმავლობაში გადაიხდიან, მაშინ, ჯარიმის სახით პროცენტები არ დაემატებათ.

აქამდე უცხოურ ნომრიანი ავტომობილები თურქეთის გზებზე არ იხდიდნენ არავითარ საფასურებს, რითაც ქვეყნის ეკონომიკამ დიდად იზარალა    



მსგავსი ინფორმაციები