თურქული ჩაი, სპარსეთის ყურის ქვეყნები

ტურისტების, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთით დიდმა დაინტერესებამ, მოსალოდნელია უფრო გაზარდოს თურქული ჩაის ექსპორტიც

657008
თურქული ჩაი, სპარსეთის ყურის ქვეყნები

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შესული ტურისტების, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთით დიდმა დაინტერესებამ, მოსალოდნელია უფრო გაზარდოს რეგიონში როგორც ტურისტების რაოდენობა, ისე თურქული ჩაის ექსპორტი.

აღმოსავლეთ ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის მონაცემებით, თურქეთიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებში, უკანასკნელ 6 წელიწადში ექსპორტი, რიცხობრივი რაოდენობის ბაზაზე გაიზარდა 25, ღირებულების ბაზაზე კი, 31 %-ით.  

სპარსეთის ყურის ქვეყნებში, თურქეთიდან, 6 წლის განმავლობაში გატანილი თურქული ჩაის თვალსაზრისით, გასულ წელს 532 ათასი კგ-ით, პირველ ადგილს იკავებს ერაყი, მას მიჰყვება საუდის არაბეთი,  არაბეთის გაერთიანებული საემიროები, კუვეიტი, კატარი, ირანი, ომანი და ბაჰრეინი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ გასულ წელს ამ ქვეყნებში ექსპორტირებულ იქნა სულ 660.798 კგ. ჩაი, მისმა შემოსავალმა მიაღწია 2.719.433 დოლარს.

აღმოსავლეთ ზღვის ექსპორტიორთა ასოციაციის (DKİB) თავჯდომარის აჰმედ ჰამით გურდოღანის განცხადებით, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ყველაზე მნიშვნელოვან სასოფლო სამეურნეო პროდუქტად ითვლება ჩაი.

სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს სათანადო წვლილი შეაქვთ რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში.



მსგავსი ინფორმაციები