გერმანელმა მინისტრმა თურქეთი გაამართლა

“შეპირებული ფინანსური დახმარება ანკარას თავის დროზე უნდა გადაეცეს“

627291
გერმანელმა მინისტრმა თურქეთი გაამართლა

გერმანიის ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა გერდ მიულერმა გაზეთ Augsburger Allgemeine-ს ინტერვიუ მისცა და მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირის მხრიდან თურქეთში თავშეფარებული სამ მილიონამდე სირიელისათვის ფინანსური დახმარების გაჭიანურებით გადახდა.

მისი თქმით ბრიუსელმა ანკარისათვის დაპირებული 3 მილიარდი ევროს დახმარებიდან დღემდის მხოლოდ 800 მილიონი გადაუხადა, როცა აქამდე სულ უნდა გადაეხადა აღნიშნული თანხა და ამიტომ სამართლიანად მიიჩნია თურქეთის ევროკავშირისადმი კრიტიკა ამ საკითხში.

“არ შეიძლება მილიონობით ლტოლვილისათვის ფინანსური დახმარების გაწევა ერთი წლის განმავლობაში უსასრულოდ გაიწელოს“, განაცხადა გერმანელმა მინისტრმა და დაამატა, რომ ამ საკითხში მის ქვეყანას პრობლემები აქვს ევროკავშირთან, რადგან გერმანია ბრიუსელისგან ხსენებული დახმარების ანკარისადმი თავის დროზე გადაცემას ითხოვს  



მსგავსი ინფორმაციები